პროექტის გეგმა
1. პროექტის სახელი: პირველი ქალაქები ძველ საქართველოში.
2. პროექტის მოკლე აღწერა: ძველი საქართველოს პირველი ქალაქების შესწავლა.
3. პროექტის სრული აღწერა: მოსწავლე იკვლევს საქართველოს პირველ ქალაქებს: ძველი ბერძენი ისტორიკოსების წყაროების, ექსკურსიების,ინტერნეტის საშუალებით.
4. მონაწილის ასაკი: მეცხრე კლასი, 15 წელი
5. ვადები/ხანგრძლივობა: 2 თვე
6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:
1) მასწავლებლის დახმარებით მოსწავლეები არჩევენ საინტერესო თემას და ადგენენ მის გეგმას.
2) აყალიბებენ საპროექტო ჯგუფებს (დამოუკიდებლად ან მასწავლებელთან ერთად)
3)ჯგუფებს ეძლევათ განსხვავებული დავალებები:
1-ჯგუფი: --- ადგენს ძველ ქალაქთაგან რომელი დარჩა დღესაც ქალაქად,რომელი დაკნინდა და დაბად ან სოფლად და ქალაქად იქცა,რომელი აღარ არსებობს საერთოდ.
2 ჯგუფი:---ძველი ბერძენი ავტორების წყაროებზე დაყრდნობით იკვლევს მათ მიერ ნახსენები ქალაქების ადგილმდებარეობას, მშენებლობის ტექნიკას, სამშენებლო მასალებს.
4) მასწავლებლის მიერ დამხმარე ლიტერატურის მიწოდება:
ძველი ბერძენი ავტორების წყაროები.
ზუგდიდის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი.
ვანის ნაქალაქართან არსებული მუზეუმი.
მცხეთის დათვალიერება.
საქართველოს ზოგადგეოგრაფიული რუკა.
5) ჯგუფებში მოვალეობების გადანაწილება.
6) პროდუქტების მომზადება.
7) პროდუქტების პრეზენტაცია.
8) პროექტის შემაჯამებელი შეფასება.
7. მოსალოდნელი შედეგები , პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:
მოსწავლეებმა მოაწყონ ექსკურსიები ზემოთ აღნიშნულ ადგილებში, შეიძლება გადაიღონ სხვადასხვა ნაქალაქარების ფოტოები,შექმნან სლაიდშოუ, მოიპოვონ ფოტო და აუდიო მასალა. ცხრილის სახით ჩამოაყალიბონ 1-ჯგუფისთვის მიწოდეებული დავალება.
მოსწავლეები ეჩვევიან გრძელვადიანი პროექტის დამუშავებას. სწავლობენ ინფორმაციის მოძიებას, ინტერნეტის საშუალებით,ასევე სხვა ლიტერატურის მოძიებას და დამუშავებას. მუშაობენ საპრეზენტაციო პროგრამაში.ადგენენ რუკებს.
8. სარგებელი სხვებისთვის: აღნიშნული პროექტი დააინტერესებს მოსწავლეებს და სტიმულს მისცემს მოინახულონ ზემოთ მითითებული ადგილები,მოიპოვონ ინპორმაცია ინტერნეტის საშუალებით საქართველოს პირველი ქალაქების შესახებ.
9. სამუშაო ენა: ქართული.
10. მონაწილეები სხვა სკოლიდან: არ არიან.
11. ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ა) ისტ.IX. 1: მოსწავლე აანალიზებს სხვადასხვა ეპოქაში საქართველოში ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას;
ბ) ისტ.IX. 2: მოსწავლე აანალიზებს საქართველოში მმართველობით სტრუქტურებს უძველესი დროიდან დღემდე.
გ) ისტ. IX. 3: მოსწავლე იკვლევს ქართულ კულტურას უძველესი დროიდან დღემდე.
12. პროექტის ფასილიტატორი: მაია ლატარია
13. ფასილიტატორის ელ.ფოსტა:maia.lataria@gmail.com
14. პროექტის ვებ.გვერდი/ბლოგი: maialataria.blogspot.com
понедельник, 3 мая 2010 г.
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий